GE

კსუ-ის სტუდენტებისთვის სალომე სიხარულიძემ ვორქშოფი გამართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის – ეკატერინე ჭალაგანიძის ინიციატივითა და ორგანიზებით – ,,წერა PR-სთვის“ და ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნიკა“ – სასწავლო დისციპლინების ფარგლებში, კსუ-ის სტუდენტები მოწვეულ სპიკერს – სალომე სიხარულიძეს შეხვდნენ, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

,,თავად უნდა გახდე ცვლილება, რომელიც გსურს, რომ დაინახო სამყაროში“ – მოწვეულმა სტუმარმა ვორქშოფი მაჰათმა განდის სწორედ ამ ცნობილი ფრაზით დაიწყო და სტუდენტებს ბიზნეს კომუნიკაციებში კარიერული განვითარების გზაზე ესაუბრა.

ძლიერი გუნდი, მზარდი, დინამიური კომპანია და ინდუსტრია – სტუმრის აზრით, სწორედ ეს სამი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს პოტენციურმა დასაქმებულმა, როდესაც თავის კარიერას ამა თუ იმ კომპანიას უკავშირებს.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობა, რებრენდინგი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – მოწვეულმა სპიკერმა ამ თემების ირგვლივ, თავისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტული შემთხვევები და მაგალითები გაუზიარა შეკრებილ აუდიტორიას.

ვორქშოფის ბოლოს, სტუდენტებს საშუალება მიეცათ მომხსენებლისთვის შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე და კიდევ უფრო სიღრმისეულად გაეგოთ სპიკერის პოზიცია საერთაშორისო მასშტაბით განათლების, დასაქმებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური