GE

კსუ-ის სტუდენტებისთვის თბილისის უძველეს აფთიაქში პროფესიული ტური მოეწყო

17 სექტემბერს, კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურისა და ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის – გია ჩუბინიძის ინიციატივით, ფარმაციის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, თბილისის უძველეს აფთიაქში პროფესიული ტური განხორციელდა.

ფარმაციის საბაკალავრო პროგარამაზე მაღალი საკონკურსო ქულებით ჩარიცხული პირველკურსელები ესტუმრნენ აფთიაქს, რომელიც 1829 წლის 6 მაისს პროვიზორ შენბერგის მიერ გაიხსნა. აფთიაქის შენობაში ამჟამად განთავსებულია კომპანია „გეფას“ ჯიპისის აფთიაქი.

კომპანიის წარმომადგენლებმა, რეგიონულმა მენეჯერმა ნინო ბარათაშვილმა და აფთიაქის მენეჯერმა ნინო ციხიშვილმა სტუდენტებს გააცნეს აფთიაქის ისტორია, აფთიაქის საქმიანობის სპეციფიკა, ისაუბრეს პროფესია ფარმაცევტზე, დასაქმებასა და კარიერულ კიბეზე, ასევე გასცეს ამომწურავი პასუხები სტუდენტთა კითხვებზე.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი