GE

კსუ-ის სტუდენტებს პალიტრა ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე შეხვდნენ.

Ambebi.ge-ს რედაქტორმა სტუდენტებს ის ხუთი ძირითადი პრინციპი და უნარი გააცნო, რაც საუკეთესო მულტიმედია ჟურნალისტს უნდა ახასიათებდეს.

  • რაც მეტია თხრობის ხერხი, მით უკეთესია შედეგი;
  • შესთავაზე მკითხველს სხვადასხვა შესაძლებლობები;
  • არ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმატი ერთი ამბის გადმოსაცემად;
  • დაგეგმე წინასწარ ამბის გაშუქებისას, დაინახეთ რომელი გზები გამოგადგებათ მის გადმოსაცემად;
  • იმუშავეთ გუნდურად.

ეთო ფურცხვანიძემ, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით სტუდენტებს აჩვენა, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ამბის გაშუქების ფორმასა და სტილს. გრაფიკები, ფოტო, ვიდეო, ტექსტი – საჭიროა სწორი მიგნებები, ფორმატი და კვალიფიკაცია.

შეხვედრაზე, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ სტუდენტებს კარიერის წარმატებით დასაწყებად სტაჟირების პროექტები: ,,ისწავლე და იმუშავე“ და მულტიმედია მიმართულებით გაერთიანებულ ნიუსრუმში სამთვიანი სტაჟირების პროგრამა გააცნეს.

შეხვედრის ბოლოს, პალიტრა ჯგუფის წარმომადგენლებმა და კსუ-ის ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა – ნინო ჭალაგანიძემ, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას გულისხმობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური