GE

კსუ-ის სტუდენტებს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდათ

15 ივნისს, კსუ-ს ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით, სასწავლო კურსის ტუროპერეიტინგის ფარგლებში, ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში პრაქტიკული სემინარი ჩატარდა.

სტუდენტებმა ისაუბრეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერლებზე, რომლებიც ამ ადგილზე განისვენებენ: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნოდარ დუმბაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვ.

კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი მიქელაძემ საუკეთესო პრეზენტატორს დიანა ვეფხვაძეს სამახსოვრო პრიზი გადასცა.

სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მთაწმინდა, როგორც თბილისის ქრისტიანული სავანე და ყველაზე კოლორიტული ნაწილი, უნდა ნახოს ყველა ტურისტმა, რაც ტუროპერატორებმა ქალაქის ტურების მარშრუტებში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

სემინარის მონაწილეებმა საფეხმავლო ბილიკით მთაწმინდიდან საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობდა. ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ეს იყო საშუალება რეალურად შეეფასებინათ ფესტივალების მენეჯმენტის თავისებურებანი და მისი როლი ტურიზმის განვითარებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური