GE

კსუ-ის სტუდენტმა საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ჟიურის რჩეულის ტიტული მოიპოვა

27 აპრილს ექსპო ჯორჯიაში, წელს უკვე მესამედ, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები” – ჩატარდა. კონფერენციაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 20 სტუდენტი, მათ შორის კსუ-ის მეოთხე კურსის სტუდენტი, მერი კახელიშვილი თემით – ,,პროექტი სტუდენტები-სტუდენტებისთვის“ მონაწილეობდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კრიტერიუმი, ნაშრომში ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილი რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულება გახლდათ.
წარმომადგენლობითმა ჟიურიმ და დამსწრე საზოგადეობამ, კონფერენციის მსვლელობისას ისეთი საკონფერენციო ნაშრომები მოისმინა, როგორებიცაა: ინკლუზიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, ისტორიული მემკვიდრეობა, როგორც ექსტრემალური თავგადასავალი, ლეჩხუმი-მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ა.შ.

ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა სამი საპრიზო ადგილის მფლობელები გამოავლინეს. მესამე ადგილი – ტყეშელაშვილი მარიამი, მეორე ადგილი მკალავიშვილი ნინო, პირველი ადგილი – ქეთი მაღრაძე.

კსუ-ის სტუდენტმა მერი კახელიშვილმა ჟიურის რჩეულის ტიტული და კონფერენციის პარტნიორების მიერ დაწესებული უამრავი პრიზი მიიღო. კონფერენციის მონაწილეები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

როგორც ღონინსძიების ორგანიზატორმა, საქართველოს ტურიმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ აღნიშნა, კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური კვლევები ჩაატარონ და საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს ახალი იდეები შესთავაზონ.

კონფერენიის პარალელურად ექსპო ჯორჯიას 11 პავილიონში მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობდა, აღსანიშნავია, რომ გამოფენაში კსუ-ის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, მუშაობდნენ სტენდთან და სტუმრებს სათანადო დახმარებას უწევდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური