GE

კსუ-ის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

სექციები:

  • ბიზნესი
  • ირანისტიკა
  • მედიცინა
  • მევენახეობა-მეღვინეობა
  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • მომავალ სტუდენტთა სექცია

სამუშაო ენები:
ქართული
ინგლისური
რუსული

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, წელს პირველად კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია  დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
  • მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებგვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს;
  • სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას  არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის  ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე  დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული  თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
  • ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
  • თეზისები და  ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:

– შრიფტი ქართული ვერსიისათვის – Sylfaen; რუსული და ინგლისური – Times New Roman;

– ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) – 14 Bold;  ძირითადი ტექსტი – 12;

– ინტერვალი – 1,5;

– გვერდის საზღვრები – 2,5 ყველა მხრიდან.

მნიშვნელოვანი თარიღები:

Untitled

ინფორმაცია მონაწილეთათვის:

  1. კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს დაურიგდება სერტიფიკატი; აგრეთვე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები;
  2. მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის – 5 წუთი;
  3. უცხოელი მონაწილეების თბილისში დაბინავებას კსუ უზრუნველყოფს;
  4.  სრული ნაშრომი გადმოგზავნეთ  შემდეგ მისამართზე conference@ciu.edu.ge

გადადით ბმულზე კონფერენციაზე რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე: conference@ciu.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური