GE

კსუ-ის უცხოელ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

22 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს, უნივერსიტეტის სპეციალური წარმომადგენელი ესპანეთში, ქეთევან გორგილაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე ესპანეთის მიმართულებით გაცვლითი პროგრამებისა (ალკალა, ლარიოჰა, ბურგოსი) და სხვადასხვა კლინიკაში პრაქტიკებთან დაკავშირებით ისაუბრეს, შეხვედრის მეორე ნაწილში კი მომხსენებლებმა სტუდენტთა კითხვებს უპასუხეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ კსუ-ის ნებისმიერ სტუდენტს ესპანეთის პარტნიორ უნივერსიტეტთან, ერთი სემესტრის მანძილზე შეუძლია ისარგებლოს „სტუმარი სტუდენტის“ პროგრამით, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობასა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას ითვალისწინებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური