GE

კსუ-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ფორუმი – „აღმოსავლეთ პარტნიორობა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ – გაიმართა. ღონისძიება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ არსებულ ეფექტიან მეთოდებზე და მიმოიხილეს თანამედროვე მედიის წინაშე არსებული გამოწვევები.

„სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტისა“ (CDRI) და „ქართულ-ევროპული ინსტიტუტის“ ორგანიზებით გამართულ ფორუმში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა ალექსანდრე რუსეცკიმ, ოლგა დოროჰინამ და მაია ურუშაძემ მიიღეს. (ა. რუსეცკი – კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; კსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი; ო. დოროჰინა – კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილე; მ. ურუშაძე – კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი).

აღსანიშნავია, რომ კსუ-ს წარმომადგენლებმა ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო კონტაქტები დაამყარეს ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვისა და პოლონეთის წამყვან კვლევით ცენტრებთან:

  • პოლიტიკური კაპიტალი (უნგრეთი);
  • ბრატისლავის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი / ევროპული და ევრო-ატლანტიკური კვლევების ცენტრი (სლოვაკეთი);
  • ევროპული ღირებულებების კვლევითი ცენტრი (ჩეხეთი);
  • უსაფრთხოების კვლევების პრაღის ინსტიტუტი (ჩეხეთი);
  • საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (მოლდოვა);
  • გლობალური ლაბორატორია (პოლონეთი).

ასევე, მოხდა ურთიერთობების დამყარება და განვითარება საქართველოში მოქმედ კვლევით-ანალიტიკურ ცენტრებთან, უახლოეს მომავალში კი კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, „კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით იგეგმება საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება – „ეუთოს რეგიონი: საინფორმაციო-ფსიქოლოგიური საფრთხეები და უსაფრთხოების პოლიტიკის სუსტი რგოლები“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური