GE

კსუ-მ ასობით სტუდენტი დააჯილდოვა შიდა საუნივერსიტეტო გრანტებითა და სახელობითი სტიპენდიებით

2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემულია სასწავლო და სახელობითი სტიპენდიები. აღნიშნული გრანტები სტუდენტებმა სემესტრული სწავლის შედეგებისა და სხვადასხვა აქტივობის წარმატებით განხორციელებისთვის მიიღეს.

გასულ სემესტრში გაცემული სტიპენდიები ასე გამოიყურება:

  • 15 სტუდენტი 100%-იანი შიდა გრანტი;
  • 29 სტუდენტი 50%-იანი შიდა გრანტი;
  • 21 სტუდენტი 20%-იანი შიდა გრანტი.

ივანე ბერიტაშვილის სახელობის სახელობითი სტიპენდია გადაეცა 1 სტუდენტს, რაც ითვალისწინებს ერთი სასწავლო წლის სრულ დაფინანსებას;

სახელობითი სტიპენდია „მიგრიაული და პარტნიორების სტიპენდია“ გადაეცა 2 სტუდენტს, რაც ითვალისწინებს 5 თვის განმავლობაში ყოველთვიურ ფულად წახალისებას;

ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი შემოხაზვისთვის შიდა გრანტი 20%-ის ოდენობით გადაეცა 162 სტუდენტს;

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ კსუ-ის 61 კურსდამთავრებულ მაგისტრანტს გადაეცა შიდა გრანტი 20%-ის ოდენობით;

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ 6 მაგისტრანტს, რომელთაც წარჩინებით აქვთ დასრულებული საბაკალავრო საფეხური გადაეცათ 50%-იანი გრანტი;

10%-იანი შიდა გრანტი გადაეცა 4 ვერცხლის მედალოსან პირველკურსელ სტუდენტს;

20%-იანი შიდა გრანტი გადაეცა 25 ოქროს მედალოსან პირველკურსელ სტუდენტს;

ფასდაკლება გაკეთდა ათობით დედმამიშვილ სტუდენტზე, რაც ითვალისწინებს 10%-იან ფასდაკლებას, ხოლო გადასახადი გაუნახევრდა 2 სტუდენტს, რომელთაც 2019 წლის იანვრის შემდეგ შეეძინათ შვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური