20 იანვარს გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს 2021 წლის პირველი ონლაინ დიალოგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა.
სესია სახელწოდებით „ტექნოლოგიების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა – რომელი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სერვისების გასაუმჯობესებლად?“ ეძღვნებოდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ტექნოლოგიების საშუალებით კარიერული წინსვლის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.
სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინსტიტუციური გამოცდილება და წარმოადგინეს ტექნოლოგიების მოდელები, რომლებსაც ფართო პრაქტიკული გამოყენება აქვთ.