GE

კსუ-მ ფრენბურთის ჩემპიონატში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატმა ფრენბურთში სტარტი 21 მარტს აიღო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, როგორც პირველ ლიგის დებიუტანტმა გუნდმა, ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

კსუ-მ ლიგის ფარგლებში პირველი თამაში ახალგაზრდულ ოლიმპიადის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება ანგარიშით 2:1 მოიპოვა. კსუ-ს მორიგი ორი თამაში 23 მარტს წყალტუბოსთან და თსუ-სთან აქვს ჩანიშნული.

აღნიშნული ჩემპიონატი ფრენბურთში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური