GE

კსუ-მ კონფერენციას „ქართული ღვინო და ვაზი – ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” უმასპინძლა

11 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „ქართული ღვინო და ვაზი – ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” – უმასპინძლა.

კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები არიან, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და კანადის მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს ქართული მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. წარმოდგენილია საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით მეღვინეობა-მევენახეობაში.

კონფერენციის დღეს უცხოელი მომხსენებლები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ასევე შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას, შეხვედრის შემდეგ კი კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჯიღაურას კვლევითი ცენტრი მოინახულეს.

9-12 მაისს კონფერენციის ღონისძიებებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იყალთოს ქვევრის აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური