GE

კსუ-მ მონაწილეობა მიიღო ტურისტული კომპანიების კვლევაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ტურისტული კომპანიების კვლევა ჩაატარა. კვლევაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს მასშტაბით არსებული 14 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 130-მდე სტუდენტი ჩაერთო.

კვლევის ეტაპზე გამოიკითხა 192 შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურისტული კომპანია. აღნიშნული კვლევის განხორციელების პროცესში სტუდენტებმა კვლევის ჩატარების გამოცდილება მიიღეს და ტურისტული სექტორის რეალური მდგომარეობის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელ – ლალი მიქელაძესთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტუდენტურ პროექტებსა და კონფერენციებში სისტემატურად მონაწილეობენ.

8 მაისს, ტურისტული კომპანიების კვლევაში მონაწილე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კსუ-ს ტურიზმის სპეციალობის ექვსი სტუდენტი – სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური