GE

კსუ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე მრავალფეროვანი ღონისძიებებით წარდგა

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების იმიტაცია, ვორკშოფი – “მულტიმედია წიგნიერება”, სამეცნიერო სემინარი “ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სიახლეები” და ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი – ეს იმ განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალია, რომლებიც 22 სექტემბრიდან – 1 ოქტომბრის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მეცნერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩაატარა.

კსუ-სთან ერთად, მასშტაბურ, ათდღიან ფესტივალში, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და გამომცემლობები სხვადასხვა ღონისძიებით ჩაერთნენ.

მეცნერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018 – კონფერენციებს, საჯარო ლექციებს, გამოფენებს, ვიქტორინებსა თუ სამეცნიერო-პოპულარულ ექპერიმენტებს აერთიანებდა, რომლებიც ფესტივალის მონაწილეების მიერ დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტად გაიწერა:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება;
  • სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური