GE

კსუ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო 100 წლისთავს საჯარო ლექციით გამოეხმაურა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან საიუბილეო 100 წლისთავს საჯარო ლექციით: ,, „ეროვნული კონსოლიდაცია და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა – 1918 წლის 26 მაისი“ – გამოეხმაურა.

ლექცია უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა – ქეთევან შოშიაშვილმა ჩაატარა და მას კსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

მომხსენებელმა XV საუკუნეში ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლით, კონსოლიდაციის რღვევის, გეორგიევსკის ტრაქტატისა და ეროვნული მოძრაობის დასაწყისის პერიოდები – ვრცლად მიმოიხილა.

ქეთევან შოშიაშვილმა მოხსენება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარმართა და ყურადღება გაამახვილა – XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობის – ,,თერგდალეულების“ მოძრაობისა და XIX საუკუნის ქართული პერიოდული პრესის შესახებ.

ლექციის დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს საშუალება მიეცათ საკუთარი პოზიცია ღიად გამოეხატათ და პროფესორისთვის შეკითხვები დაესვათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური