GE

კსუ-ს ახალი პროგრამა ბრიტანეთის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, იწყება ახალი პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენდებს მიიღონ ბრიტანული ბაკალავრის ხარისხი უნივერსიტეტის ბაზაზე. ამ ახალი, დინამიური პარტნიორობის საშუალებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ბრიტანული დიპლომი თბილისში, გაერთიანებულ სამეფოსთან შედარებით ბევრად უფრო დაბალ ფასად. პროგრამა გაგრძელდება სამი წელი, ზუსტად ისე, როგორც დიდ ბრიტანეთში და განათლების სრული სტანდარტის დაცვით.

,,ის ფაქტი, რომ ჩვენ აგვირჩიეს, როგორც პირველი უნივერსიტეტი მთელს კავკასიის რეგიონში, რომელიც შესთავაზებს ბრიტანული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, არის უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი მიღწევა და ჩვენი აკადემიური სტანდარტების დადასტურება. ეს ფაქტი ასევე ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მუდმივ სწრაფვას ინტერნაციონალიზაციისკენ, რადგან ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომ მიიღონ წვდომა ბრიტანულ განათლებაზე, არამედ საერთაშორისო სტუდენტებისათვისაც მთელი მსოფლიოდან, რომ ბრიტანული სტანდარტით ისწავლონ საქართველოში, ჩვენს უსაფრთხო, ისტორიულ და ულამაზეს ქალაქ თბილისში”, – აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.

2019 წლის ოქტომბრიდან იწყება ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, პროგრამაზე მიღება უკვე შესაძლებელია. ჩარიცხვის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ მურთზა ღაზნავის შემდეგ მისამართზე: mg@ciu.edu.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური