GE

კსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ეწვია

16 ივნისს კსუ-ის რექტორის კახაბერ კორძაიას მოწვევით, უნივერსიტეტს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი – ირაკლი ღარიბაშვილი, მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი თათა ქაფიანიძე და მარკეტინგისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლიკა ოხანაშვილი ესტუმრნენ.

სტუმრებმა კსუ-ის ბაზაზე არსებული  ბიბლიოთეკები და სამკითხველო დარბაზი დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ  მუშაობის პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კატალოგებისა და საძიებო სისტემის დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს და სხვადასხვა ბიბლიოთეკის ბაზებთან ერთად, უნივერსიტეტი ეროვნულ სამეცნიერო  ბიბლიოთეკის რესურსებსაც აქტიურად იყენებს.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი და კსუ-ის რექტორი სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც თანამშრომელთა ტრენინგებისა და გადამზადების კურსის ორგანიზების გარდა,  ბაზებთან, საძიებო კატალოგებთან და წიგნების გამავრცელებლებთან მეტ კონტაქტს გულისხმობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური