GE

კსუ-ს ლატვიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ინგრიდე ლევრენცე ეწვია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის (ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი) ორგანიზებით, ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ინგრიდე ლევრენცემ დაათვალიერა. ექსპოზიცია 10 სტენდისაგან შედგება.

თითოეულ სტენდზე თანმიმდევრობითაა ასახული ლატვიაში ყოველი 10 წლის განმავლობაში მომხდარი ძირითადი მოვლენები.

ექსპოზიციის გახსნის შემდეგ, ელჩს კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები შეხვდნენ.

მხარეებმა, ლატვიის უნივერსიტეტთან და ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში, შესაბამისი სამოქმედო გეგმისა და სამუშაო პროგრამის შექმნა-განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ლატვიის საელჩო აქტიურად თანამშრომლობენ: უნივერსიტეტის დახმარებით ხელი შეეწყო ლატვიისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, აღსანიშნავია ასევე, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ლატვიის მომღერალთა გუნდის – „ვიზმას“ კონცერტი, რომელიც უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური