GE

კსუ-ს მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეორე კურსის მაგისტრანტმა – შენგელი კიკილაშვილმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში გაიმარჯვა.

მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების მიზანი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდა, აკადემიური დონის ამაღლება და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა. კონკურსში, შვიდ ძირითად დისციპლინად დაყოფილ კატეგორიაში, საქართველოს ფარგლებში არსებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მაგისტრატურის სტუდენტები ჰუმანიტარულ, სოციალურ, საბუნებისმეტყველო თუ აგრარულ სექციებში, საკონკურსო განაცხადის მიხედვით ავტომატურად გადანაწილდნენ.

კსუ-ს მაგისტრანტის, შენგელი კიკილაშილის პროექტი ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე, ველური ვაზის ფორმების საკოლექციო შესწავლას ითვალისწინებს და 7 თვეზეა გაწერილი. აღსანიშნავია, რომ კსუ პროქტის თანადამფინანსებელიცაა.

შენგელი კიკილაშვილის ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი – დავით მაღრაძე გახლავთ.

დამატებით გაცნობებთ, რომ აგრარული მეცნიერებების სექციაში კონკურსზე სულ 16 მაგისტრანტი დარეგისტრირდა, მათგან მეორე ეტაპზე გადასვლის უფლება 13 აპლიკანტმა მოიპოვა, რომელთაგან გრანტის მფლობელი – 4 სტუდენტი გახდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შენგელი კიკილაშვილს ულოცავს აღნიშნულ გამარჯვებას და კვლევის პროცესში წარმატებას უსურვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური