GE

კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “კარიერის დღე” ჩატარდა

კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიასა და „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორის, ნუგზარ ქსოვრელის მასტერკლასი გაიმართა.

ირაკლი ჩოლობარგიამ სტუდენტებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა ღვინის ექსპორტის ბაზრებზე, ქართული ღვინის ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ღვინის რეალიზაციის საკითხებზე, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული ყურადღება ქვევრის ღვინოსა და მის თავისებურებებზე გამახვილდა.

შეხვედრის მეორე ნაწილი ნუგზარ ქსოვრელის მოხსენებას დაეთმო. სტუმარმა აუდიტორიას საკუთარი კარიერული გამოცდილებისა და „კორპორაცია ქინძმარაულის“ საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოში გავრცელებულ ვაზის ჯიშებზე, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებსა და სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმებაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით „კარიერის დღის“ ფარგლებში განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური