GE

კსუ-ს მომავალი თანამშრომლობის მიზნით სამედიცინო კომპანია ევექსის წარმომადგენლები ესტუმრნენ

24 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, სამედიცინო კომპანია ევექსის პერსონალის შერჩევის განყოფილების წარმომადგენლებს თამარ შუბლაძესა და ნინო პატარაიას შეხვდა.

კომპანია გაფართოვების მიზნით, თანამშრომელთა შერჩევას იწყებს და ამ პროცესში, კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვას მოიაზრებს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნული საკითხი დეტალურად განიხილეს და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრის თარიღიც ჩანიშნეს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ევექსი დასაქმების პარალელურად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტებს სასწავლო პროცესშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

დასაქმების საკითხის პარალელურად, ფაკულტეტის დეკანმა სტუმრებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით განიხილა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური