GE

კსუ-ს ოდლარ იურდუს რექტორი ახმედ ვალიევი ესტუმრა

მიმდინარე წლის 13-15 მარტს, კსუ-ის დელეგაცია, ბაქოს ,,ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა, სადაც კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს, საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

20 ივნისს კი კსუ-ს,  ,,ოდლარ იურდუს“ რექტორი ახმედ ვალიევი, საპასუხო ვიზიტით ესტუმრა. მან კსუ-ის ბაზაზე არსებული განახლებული  მულტიმედია ცენტრი დაათვალიერა და კსუ-ის დელეგაციის აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟს გაეცნო.

დოკუმენტური ფილმი, კსუ-ის მულტუმედია ცენტრის მიერ, მარტის თვის ვიზიტის ფარგლებშია მომზადებული და  ორი მეზობელი ხალხისა და ქვეყნის ურთიერთობის საკითხებს ეხება.

,,ოდლარ იურდუს“ რექტორმა დოკუმენტური ფილმი დადებითად შეაფასა, უნივერსიტეტის კანცლერსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ, ამ ფორმატში,  საინტერესო მასალებსა და დოკუმენტურ ფილმებს მომავალშიც იხილავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური