GE

კსუ-ს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ გაიმართება

1 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „დუბლინ სიტი უნივერსიტეტის“ (Dublin City University) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ონლაინ დეზინფორმაციის რეგულირება: კომპარატიული პერსპექტივები“ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით გაიმართება.

საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის პრობლემა ახალი არ არის, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდამ დეზინფორმაციის არნახული მასშტაბით გავრცელება გამოიწვია. დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ადამიანთა ჯანმრთელობას და სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს. სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ონლაინ პლატფორმები, მეცნიერები ეძებენ გამოსავალს, რათა ერთი მხრივ, მოხდეს სიტუაციის დარეგულირება, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

საერთაშორისო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეები იმსჯელებენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ონლაინ დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემების რეგულირების და თვით-რეგულირების ფორმებზე. მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსია საქართველოში ონლაინ დეზინფორმაციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.

კონფერენციის მოდერატორები:

ედოარდო კელესტე, Dublin City University-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, ირლანდია

მარიამ შარანგია, სასექსის უნივერსიტეტის მაგისტრი, საქართველო

მისასალმებელი სიტყვა:

კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.

მომხსნებლები:

ტერეზა რიბერიო, ეუთოს მედიის თავისუფლების მეხუთე წარმომადგენელი, პორტუგალია

სესილი გოგიბერიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, აკადემიური დოქტორი, საქართველო

პლენარული სხდომის მომხსენებლები:

დოქტორი კლარა იგლესიას-კელერი, მედიის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი, გერმანია

დოქტორი ჯოვანი ზაგნი, იტალიის პოლიტიკური ფაქტ-ჩეკინგ პროექტის Pagella Politica დირექტორი, იტალია

ეილინ ქალოტი, Dublin City University-ს კომუნიკაციების სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ირლანდია

მრგვალი მაგიდის მომხსენებლები:

სერგი ჯორბენაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველო

უშანგი ბახტაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო

ნინი შენგელია, იურისტი, ციფრული დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელი, საქართველო

კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია.

იხილეთ პროგრამა

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული (Zoom) 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური