GE

კსუ-ს პოლონეთის იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, პოლონეთის, იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი – კრჟიშტოფ კოშჩელნიაკი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. პირველი შეხვედრა პროფესორმა – კსუ-ს რექტორთან – კახაბერ კორძაისთან, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან – ირინა ღვინერიასთან, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსთან – თამარ ინასარიძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან სვეტლანა კირაკოსიანთან გამართა.

მხარეებმა – ინტენსიური კურსის – ,,რელიგიური ტერორიზმი ევროპაში, აზიასა და აფრიკაში“ დეტალებზეც ისაუბრეს, რომელიც 15 მაისიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში, კსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს, საშუალება ექნება ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, ორი აკადემიური საათის მანძილზე პროფესორის ლექცია მოისმინოს.

ინტენსიური კურსის საორგანიზაციო საქმეს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს, ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროფესორს საწყის ეტაპზე დახმარებასა და მეგზურობას, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის სტუდენტი – ჯემალ კონცელიძეც გაუწევს, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ირინე სხირტლაძის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტია და პოლონურ ენას მაღალ დონეზე ფლობს.

დაინტერესებულ პირებსა და კურსზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ ინტენსიური კურსის დასრულების შემდგომ, მსმენელები თავისუფალ კრედიტს მოიპოვებენ და მონაწილეობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური