GE

კსუ-ს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი კსუ-ს რექტორს კახბერ კორძაიას, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ვიცე რექტორს მარინა გედევანიშვილს, რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძეს, ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე რუსეცკისა და პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის ლექტორს აგნეშკა პაულინა გურალსკას შეხვდა.

კსუ-ს წარმომადგენლებმა მარიუშ მაშკიევიჩს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო სიახლეებისა თუ მიღწევების და სასწავლო ბაზების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

რექტორის განცხადებით უნივერსიტეტს პოლონეთთან მჭიდრო კონტაქტები და კავშირები აქვს, რაც გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო დონეზე თანამშრომლობას მოიცავს და მზადაა მომავალშიც ყველა საინტერესო ინიციატივასა და პარტნიორულ წინადადებას მხარი დაუჭიროს.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ელჩმა კსუ-ს ბაზაზე არსებული პოლონური ენისა და კულტურის ცენტრიც დაათვალიერა და პოლონური ენის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური