GE

კსუ-ს სტუდენტებს პროფესორი პაატა იმნაძე შეხვდა

7 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი პაატა იმნაძე შეხვდა.

სემინარის – „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება” – ფარგლებში, მომხსენებელმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მწვავე დაავადებები, მათი გავრცელების რისკები და პრევენციული ზომები მიმოიხილა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური