GE

კსუ-სა და FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და FH JOANNEUMგამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის (გრაცი, ავსტრია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უფასო გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ზაზა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთი სემესტრია მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო შეთანხმება, ინტერნაციონალიზაციის კუთხით, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მისივე განცხადებით, FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი მდიდარი მულტიმედიური რესურსებითა და მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით გამოირჩევა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც არანაირ მერკანტილურ ინტერესს არ ატარებს, ბევრი სტუდენტი გამოიყენებს, რაც მათ საერთაშორისო დონის ცოდნასა და გამოცდილებას შესძენს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური