GE

კსუ-სა და სადაზღვევო კომპანია ალდაგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 აპრილს, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდნენ და ურთირთთანამშრომლობის მემონადუმი გააფორმეს.

ხელშეკრულების მიზანია კსუ-ის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება, მათი პროფესიული პოტენციალის რეალიზაცია და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

სადაზღვევო კომპანია ალაგის HR განყოფილების უფროსმა ანა სიჭინავამ კახაბერ კორძაიას კომპანიაში დასაქმებული კადრების რაოდენობის სტატისტიკა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ მათ რიგებს, კსუ-ს სტუდენტებიც აქტიურად შეუერთდებიან.

კომპანიის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ფარგლებში, კსუ-ში საჯარო ლექციების ჩატარების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს და იურიდიულ, ფინანსურ, მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებში სტაჟირების შესაძლებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური