GE

კსუ-სა და „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

21 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას; საერთო ინტერესების სფეროში საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფას მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; სტუდენტების პროფესიული მომზადების მხარდაჭერას.

კსუ-ს ასისტენტის, ლევან ნიკოლეიშვილის ინიციატივით გაფორმებულ მემორანდუმს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების“ პრეზიდენტმა, დავით ტაკიძემ მოაწერეს ხელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური