GE

კსუ-სა და ტარგოვიცეს ვალაჰია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტარგოვიცეს ვალაჰია უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ტარგოვიცეს ვალაჰია უნივერსიტეტის რექტორი – ლაურა მონიკა გორგიუ და ვიცერექტორი – გაბრიელა ტეოდორესკუ, CIU-ს მხრიდან კი, უნივერსიტეტის რექტორი – კახაბერ კორძაია, კანცლერის მრჩეველი – გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – თამარ ლაღიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი – სვეტლანა კირაკოსიანი.

გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს: Erasmus+ პროგრამის განვითარებასა და თანამშრომლობას; კვლევითი პროექტების განვითარებასა და შედეგების ერთობლივ გამოყენებას; ერთობლივ კვლევითსა და სასწავლო პროგრამებს; ერთობლივ კონფერენციებსა და პუბლიკაციებს; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებსა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელა ტეოდორესკუ რუმინეთში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ენოლოგია და ის უახლოეს მომავალში CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ლექციებს წაიკითხავს.

მნიშვნელოვანია, რომ გაბრიელა ტეოდირესკუს ტარგოვიცეს ვალაჰია უნივერსიტეტში დაარსებული აქვს კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებულია რუმინეთის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის უნივერსიტეტები. უახლოეს პერიოდში მათ რიგებს შეემატება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი როგორც საქართველოს წარმომადგენელი; კონსორციუმის საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში ის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩაერთვება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური