GE

კსუ-სა და თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კსუ-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას კსუ-ის მხრიდან რექტორი – კახაბერ კორძაია, კსუ-ის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო ჭალაგანიძე და კარიერული განვითარების სამსახურის წარმომადგენლები – ნანა გადელია და სოფიო გორდელაძე ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია, თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება/გაფართოება, არსებული მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაცია და სტუდენტების ინტეგრირება სამუზეუმო სივრცეში, სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა;

აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანება უზრუნველყოფს:
სტუდენტების ჩართვას შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში და მათ ინტეგრირებას სამუზეუმო განათლებაში;

ხელს შეუწყობს სასწავლო პრაქტიკის გავლას და არსებული სტაჟირების პროგრამაში ჩართვას დადგენილი წესის ფარგლებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური