GE

კსუ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციას გამართავს

კსუ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციას გამართავს თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“.

მიზნები:

  • საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება სკოლებში პოზიტიური, ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • სკოლის მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერება სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:

  • საქართველოს სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყალიბების მიზნით;
  • ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქმიანობის სტიმულირება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის წახალისება;
    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვა, გამოცდილების გაზიარება;
  • თემა და სკოლა – პრაქტიკის გაზიარება;
  • საჯარო სკოლის მართვაში ტექნოლოგიების გამოყენება;
  • ადმინისტრაციის როლი სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაში;
  • დირექტორი, როგორც სკოლის ლიდერი, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში;
  • დირექტორი, როგორც სკოლის ლიდერი სწავლებისა და სწავლის მაღალი პროფესიული სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების პროცესში;
  • სკოლის მართვაში საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა;
  • უსაფრთხო სკოლა – არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები;
  • ბულინგი სკოლაში – ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მიერ დროული პრევენციის მაგალითების გაზიარება.

კონფერენცია თბილისში 2018 წელის 2 დეკემბერს ჩატარდება.
სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე

დეტალური ინფორმაცია კი პროცედურებისა და ვადების შესახებ იხილეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური