კსუ-ში აგროჟურნალისტიკის ტრენინგი ჩატარდება
27-29 აპრილის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრში, სომეხი და ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობით აგროჟურნალისტიკის ტრენინგი ჩატარდება. სწავლებას, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ბრიტანელი აგროჟურნალისტი ჰეზერ ბრიქსი გაუძღვება.
პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფერმერთათვის საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნა. გამოცდილების გაზიარების გზით, ფერმერთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა და ცოდნაზე დაფუძნებული მეურნეობების განვითარების ხელშწყობა.
პროექტის ფარგლებში, 24 აპრილიდან 27 აპრილამდე, დაგეგმილია მედიატური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მედიატურისა და ტრენინგის დასრულების შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრის ტელესტუდიაში, ,,კავკასიის აგროგილდიის” შექმნისთვის მოსამზადებელი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორები არიან:
კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტი (CIU);
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
მაუწყებელთა ალიანსი (AB);
სომხეთის მედიის ინიციატივების ცენტრი (MIC).
პროექტი „MARCY CORPS“-ის, ალიანსები მცირე კავკასიაში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
საკონტაქტო პირები:
ნინა ხელაძე, ტელ: 591 23 45 10
ანა ჯანიკაშვილი, ტელ: 595 94 95 94
- კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში CIU-ს თანამონაწილეობით წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- ტომას ბატას უნივერსიტეტის წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი CIU-ში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი