GE

კსუ-ში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საჯარო დისკუსია გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: „ქართული სამართლისა და მედიცინის გამოწვევები დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე – ორგანოთა გადანერგვა, სუროგაცია, შვილად აყვანა“.

დისკუსია მისასალმებელი სიტყვით გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დიმიტრი კორძაია – პროფესორი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი; ალექსანდრე დარახველიძე – საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე; ბელა ფიფია – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი; ნინო ბოგვერაძე – სამართლის დოქტორი, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, „კორძაძის საადვოკატო ბიურო“-ს პარტნიორი; გია თომაძე – ექიმი, პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ნინო შალამბერიძე – სამართლის მაგისტრი, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტი, „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი; მარიამ ფერაძე – იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; დეკანოზი ლევან მათეშვილი – თეოლოგიის, განათლების მენეეჯმენტისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი; ბელა ფიფია – შსს გამოძების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ფორმატში საქართველოში პირველად გაიმართა საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხებზე, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და გამოითქვა სურვილი ამ მეტად აქტუალურ საკითხებზე შეხვედრების გაგრძელების და შემდგომში საერთაშორისო კონფერენციის გამართვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური