GE

კსუ-ში ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „Iberia“-ს წარმომადგენლობა ოფიციალურად დაფუძნდა

17 ოქტომბერს, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი – „Iberia-ს“ წარმომადგენლობა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ოფიციალურად დაფუძნდა.

ცენტრის პრეზენტაციის ღონისძიება ორ ეტაპად წარიმართა. კსუ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესპანეთში – ქეთევან გორგილაძემ – პირველი შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გამართა.

პრეზენტაციის ღონისძიება, კსუ-ს კანცლერის მოადგილემ – ნინო ჩუბინიძემ გახსნა. მან შეკრებილ აუდიტორიასთან დეტალურად მიმოიხილა ყველა ის სიახლე და გამოწვევა, რომელიც უნივერსიტეტისთვისაა პრიორიტეტული შემდგომი სამი წლის განმავლობაში. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით უნივერსიტეტის მიღწევებზე და დაგეგმილ თანამშრომლობის პროექტებზე სწავლებისა და კვლევების მიმართულებით, ასევე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური მობილობის გაზრდილი შესაძლებლობების შესახებ.

კსუ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესპანეთში – ქეთევან გორგილაძემ თავის გუნდთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ანგარიში ესპანეთში პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ბიზნეს წრეებთან მიღწეული მოლაპარაკების შესახებ გაცვლითი პროგრამების, სტაჟირების, სამუშაო პრაქტიკისა და შესაძლებლობების შესახებ.

საუბარი შეეხო კსუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური მობილობის განხორციელების შესაძლებლობას თუ სტუდენტებს ექნებათ ესპანური ენის მინიმალური კომპეტენცია და ინგლისური ენის დადგენილი ცოდნის დონე, უნივერსიტეტი და ცენტრი “Iberia” უზუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და პროფესორებითვის ინგლისურ და ესპანურ ენებში სასერტიფიკატო კურსებისთვის მომზადების თანადაფინანსებასა და საერთაშორისო სერტიფიკატების გამოცდების თანადაფინანსებას.

მეორე შეხვედრა, კსუ-ს კანცლერის მოადგილემ – ნინო ჩუბინიძემ და უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესპანეთში – ქეთევან გორგილაძემ – კსუ-ს სტუდენტებთან გამართეს.

მომხსენებლებმა, სტუდენტებს, კსუ-ს ბაზაზე, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი – „Iberia-ს“ წარმომადგენლობის გახსნა მიულოცეს და აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტისათვის, ესპანეთთან დაახლოების კუთხით ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
საუბარი შეეხო გაცვლით, სტაჟირების, ’’Erasmus +-ისა“ თუ სტუმარი სტუდენტის ამპლუით, ესპანურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში სტუდენტების მივლინებას და ამ პროცესში ესპანური ენის ცოდნის მნიშვნელობას. კსუ-ს კანცლერის მოადგილის თქმით, ენობრივი კომპეტენციის გასაუმჯობესებლად, საუნივერსიტეტო არჩევითი საგნების ბლოკში დამატებულია ესპანური ენა. (A1, A2) ორი დონის გავლის შემდგომ კი, ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება შემდგომი საფეხურები, უნივერსიტეტის ბაზაზე, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრში გაიაროს.

კსუ-ის წარმომადგენლების სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა, კანცლერის მოადგილემ და კსუ-ს წარმომადგენელმა ესპანეთში შეკრებილი ახალგაზრდების აზრიც მოისმინეს და მათ თითოეულ შეკითხვას უპასუხეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური