GE

კსუ-ში გაიმართა სამეცნიერო დისკუსია თემაზე „გერმანიის გაერთიანების გამოცდილება საქართველოსთვის“

კსუ-ის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მუსიკალური დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო დისკუსია თემაზე: „გერმანიის გაერთიანების გამოცდილება საქართველოსთვის.“

დისკუსია ეძღვნება ბერლინის კედლის დაცემისა და გერმანიის გაერთიანების 30 წლის იუბილეს.

სამეცნიერო დისკუსიას ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებზე მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო სტრუქტურები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური