GE

კსუ-ში გიორგი გეგიას საჯარო ლექცია „ჩემი პროფესია – ნეიროქირურგია“ გაიმართა

კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ჩემი პროფესია – ნეიროქირურგია“, რომელსაც უძღვებოდა ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გეგია.

მომხსენებელმა ისაუბრა პირად კარიერაზე, გამოცდილებაზე, ნეიროქირურგიის მიმართულებაზე. გაუზიარა სტუდენტებს მედიცინაში წარმატების მიღწევის რამდენიმე ასპექტიც და ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ უნარ-ჩვევებსა და თვისებებზე, რომლებიც აუცილებელია წარმატებული პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

საჯარო ლექცია კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური