GE

კსუ-ში ინგლისურენოვანი მასტერკლასი „ერთი რამ, რასაც წარმატებული ხალხი აკეთებს“ გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეკრუტერისა და კარიერის კონსულტანტის, ცირა შანავას ინგლისურენოვანი მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „ერთი რამ, რასაც წარმატებული ხალხი აკეთებს“.

მომხსენებელმა მასტერკლასზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა საკუთარი თავის წარდგენა და კარიერული მიზნების ჩამოყალიბება; როგორ ვგეგმავთ კარიერას და რა დაბრკოლებების წინაშე ვართ სინამდვილეში; სვოტ ანალიზის მნიშვნელობა (SWOT Analysis) და სხვ.

„წარმატებისთვის არ არსებობს ფორმულა, ის თავად უნდა შექმნა!“ – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ცირა შანავამ.

შეგახსენებთ, რომ მასტერკლასი კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის – „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ – ფარგლებში გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური