GE

კსუ-ში მასტერკლასი „როგორ გავხდე მოსამართლე?“ ჩატარდა

კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, კარიერის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

თემაზე -„როგორ გავხდე მოსამართლე?“ – კსუ-ს სტუდენტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე შეხვდა.
მომხსენებელმა აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. ასევე, ისაუბრა მოსამართლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და იმ ეტაპების შესახებ, რომელიც მოსამართლეობის მსურველმა კარიერულ გზაზე უნდა გაიაროს.

„მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს საზოგადოებრივი აზრის! ეს თანამდებობა ხშირ შემთხვევაში გულისხმობს სტრესულ გარემოში მუშაობას, შესაბამისად მოსამართლე ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყოს, ასევე მიუხედავად ბევრი განსახილველი საქმისა ყოველთვის უნდა ცდილობდეს ვადების დაცვას და გადაწყვეტილებებს იღებდეს თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე.“ – განაცხადა ინგა კვაჭანტირაძემ.

კარიერის კვირეული 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებდა, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დაეხმარა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური