GE

კსუ-ში მულტიმედია ცენტრის ორენოვან პორტალზე მუშაობა დასრულდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრთან ერთად, აღნიშნული ცენტრის ორენოვან პორტალზე მუშაობა დაასრულა. მულტიმედია ცენტრი თანამედროვე მედიატექნოლოგიებთან ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების წვდომისა და კონკურენტუნარიანი მედიაპროდუქციის მომზადების მიზნით, უზრუნველყოფს:

  • სალექციო კურსებზე დაფუძნებული მედიაპროდუქციის შექმნას;
  • სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზაციას; სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და მხატვრულ-დოკუმენტური აუდიო, ბეჭდური და ვიდეო მედიაპროდუქციის წარმოებას;
  • მედიაარქივის შექმნას, განახლებასა და განვითარებას; ერთობლივი პროექტების განხორციელების და ცენტრის ბაზაზე შექმნილი მედიაპროდუქციის გავრცელების მიზნით, მედია საშუალებებთან თანამშრომლობას.

მულტიმედია ცენტრი – ეს არის სივრცე, სადაც თეორიული ცოდა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით ძლიერდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური