GE

კსუ-ში პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლა – პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, (კსუ) პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა. შეკრებილ სტუმრებს, კსუ-ს პროფესორი და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელი – ალექსანდრე რუსეცკი და კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი – სესილი გოგიბერიძე მიესალმნენ.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართა: პირველ ნაწილში, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა, ვენაში, ეუთოს საზაფხულო სკოლის (9-13 ივლისი) შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს.

სემინარში საბავშვო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის საანგარიშო მოხსენება, სანქტ-პეტერბურგის კინოსტუდია ”კინოკუნძულის“ ხელმძღვანელებმა და მოსწავლეებმა წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას, მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ,,ორი ერის ლეგენდა“ უჩვენეს. სემინარზე, საუნივერსიტეტო, მუნიციპალური, სპორტული, სამედიცინო თუ მუსიკალური დიპლომატიის როლზე, განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური