GE

კსუ-ში “რა? სად? როდის?” ჩემპიონატის მესამე ტური გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანზებით, რა? სად? როდის? – ჩემპიონატის მესამე ტური გაიმართა. თამაშში, შავი ყუთის, ბლიცის, სუპერბლიცისა და სტუმრის რაუნდში ჯამში 20 კითხვა დაისვა.

ინტელექტუალური შეჯიბრის მოწვეული სტუმრები გახლდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება-ს“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და კომპანია – “shungit georgia-ს” დამფუძნებელი – არჩილ გოგრიჭიანი.

გარდა იმისა, რომ სტუმრებმა სიმბოლურად დაუსვეს კითხვა მონაწილე გუნდებს, კომპანია შუნგიტმა, კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს საკუთარი პროდუქციაც გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ინტელექტლუბის სპონსორი გახდა და სეზონის განმავლობაში გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად საკუთარი პროდუქციას გადასცემს. ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან, ამ ეტაპისთვის პირველი სამეული ასე გამოიყურება: ბრაჰმანების კასტა, ნიკე და ჰიდრა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური