GE

კსუ-ში საჯარო ლექცია თემაზე: „ბილატერალური ტურიზმი და პანდემია“ გაიმართა

23 ნომბერს CIU-ს ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტისა და ისრაელის სახლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს საჯარო ლექცია თემაზე: „ბილატერალური ტურიზმი და პანდემია“.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ონლაინ ლექციაზე სპიკერმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ტურიზმის მიმართულებით მიმოიხილა ქვეყნებს შორის თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობები და ის არსებული გამოწვევები, რაც ამ ურთიერთობებში ვლინდება. სტუდენტებს გააცნო საქართველოში ისრაელის სახლის მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებული წარმატებული პროექტები და მათი მნიშვნელობა, რომლის განხორციელებაშიც იციკ მოშემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ასევე მომხსენებელმა სტუდენტებს გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით შექმნილი მარშრუტები ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა სტუდენტთა კითხვებს უპასუხა და მათთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

აღსანიშნავია, რომ იციკ მოშესთან შეხვედრა CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და ტურიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლალი მიქალაძის ინიციატივით უკვე მეორედ გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური