GE

კსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა

2019 წლის 27 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კრებულის – „კონსტიტუციონალიზმი – მიღწევები და გამოწვევები“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდენენ ქართველი კონსტიტუციონალისტები, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

კრებულის სამეცნიერო რედაქტორები და გამომცემლები არიან მინდია უგრეხელიძე და ბექა ქანთარია.

პრეზენტაციაზე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ასევე სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ბექა ქანთარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კრებულის თანაავტორი კონსტანტინე კუბლაშვილი, კრებულში შესული სტატიების ერთ-ერთი მთარგმნელი ნიკოლოზ ჯაში.

დამსწრე საზოგადოებას წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა მინდია უგრეხელიძემ. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კრებული ხელს შეუწყობს ქართული კონსტიტუციონალიზმის დამოუკიდებელი სკოლის შექმნას.

ცნობისთვის, საერთაშორისო სამეცნიერო კრებულში შესულია 15 უცხოელისა და 12 ქართველი კონსტიტუციონალისტის სტატიები კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. კრებული ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ქართული კონსტიტუციონალიზმისა და პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს.
კრებული გამოსცა გამომცემლობა „უნივერსალმა“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური