GE

კსუ-ში შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები, ჩარიცხვა და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის ტიპის პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობა:

1.  სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 60 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : C

მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი, მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების  სამაგისტრო პროგრამა – 60 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის  ტესტის ტიპი: A

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

3. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – 60 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

4. საერთაშორისო მარკეტინგის  სამაგისტრო პროგრამა – 30 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

5. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის  სამაგისტრო პროგრამა – 30 ადგილი

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : A

მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური