GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში სოფლის მეურნეობის გაშუქების პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, კსუ-სა და ჟურნლისტიკის რესურსცენტრის ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის გაშუქების პრაქტიკული სემინარი ჩატარდა, რომელსაც უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მოქმედი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

სემინარი ორ სესიად წარიმართა. პირველ ნაწილში, (მოდერატორი – კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო ჭალაგანიძე) სოფლის მეურნეობის გაშუქების მოდული, ხოლო მეორე სესიაში (მოდერატორი – JRC-ის თავმჯდომარე – ნათია კუპრაშვილი) აგროგილდიის მნიშვნელობა და სასწავლებელთა როლი მიმოიხილეს.

პრაქტიკულ სემინარზე, ყურადღება გამახვილდა დარგობრივი ჟურნალისტიკის, კონკრეტულად კი – აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე.

ნათია კუპრაშვილმა, (JRC-ის თავმჯდომარე) სტატისტიკურ მონაცემებსა და მედიაკვლევების ანგარიშებზე დაყრდნობით, ქართულ მედიაში, სოფლის მეურნეობის საკითხების არასაკმარის გაშუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა, აგროჟურნალისტიკის კურსი სასწავლო პროგრამების ერთ-ერთი სავალდებულო შემადგენელი სასწავლო დისციპლინაა.

მან დამსწრე საზოგადოებას, პროექტის ფარგლებში, შემუშავებული სასწავლო კურსის შინაარსობრივი მხარე, ფორმატი, სწავლების მეთოდი და შეფასების კრიტერიუმებიც გააცნო და მათი რჩევები და რეკომენდაციები მოისმინა.

პრაქტიკული სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა, ,,სამეზობლო აგროგილდიის“ დეკლარაციის სიმბოლური ხელმოწერის ცერემონიაც ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნოების საკითხების გაშუქების სასწავლო მოდულზე მუშაობა ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC), „MARCY CORPS“-ის, „ალიანსები მცირე კავკასიაში“, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო“-ს მიერ, მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დაიწყო.

კურსის შემუშავება, დანერგვა-განვითარებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) ერთად, რომელიც აღნიშნული პროექტის ფლაგმანია, ქუთაისში, გორში, თელავში, ახალციხესა და ბათუმში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლები იყვნენ ჩართულნი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური