GE

კსუ-ში სტუდენტების პროექტის „მოდი და დაათვალიერე საქართველო!“ პრეზენტაცია გაიმართა

14 ივნისს, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა – „მოდი და დაათვალიერე საქართველო!“.

პროექტი ითვალისწინებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს გააცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გაუმარტივონ მათ ამ ადგილებზე სტუმრობა და დაეხმარონ დაგეგმონ მოგზაურობა ზაფხულის არდადეგების განმავლობაში.

პროექტის ხელმძღვანელია კსუ-ს მოწვეული პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი – ნინო თვალჭრელიძე.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, პრეზენტაციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კსუ-ს უცხოელ სტუდენტებში, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებისთვის და შესაბამისი კონტაქტები დაამყარეს პროექტის ავტორებთან, უახლოეს მომავალში კი კონკრეტული ტურებიც დაიგეგმება.

პროექტის პრეზენტაციის დასასრულს, კსუ-ს ენების ცენტრმა პროექტის 11 მონაწილე, ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (e.t.i) ინგლისური ენის ერთთვიანი მოსამზადებელი კურსით დაასაჩუქრა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური