GE

კსუ-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

14-15 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმი კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც წარმოდგენილ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის და სტუდენტთა ღირსეული დასაქმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ფორუმში მონაწილეობას 30 კომპანია და საჯარო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ, რომლებმაც სტუდენტებს არსებული ვაკანსიები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმი, სადაც სტუდენტთა მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, უნივერსიტეტში უკვე მეოთხედ ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური