GE

კსუ-ში სტუდენტებისთვის მასტერკლასი – „როგორ გავხდე ადვოკატი?“ – გაიმართა

კსუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო ოთახში, კარიერის კვირეულის ფარგლებში, ადვოკატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრის, მარიკა არევაძის მასტერკლასი თემაზე – „როგორ გავხდე ადვოკატი?“ – გაიმართა.

მომხსენებელმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების შესახებ, რაც აუცილებელია ადვოკატის პროფესიის დასაუფლებლად.

კარიერის კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმაროს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური