GE

კსუ-ში სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა

12-13 ივლისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ეკა ბერაია – ამერიკათმცოდნეობის აკადემიური დოქტორი, გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე); გიორგი მჭედლიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ კიკნაძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; მამია სურმავა – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; ბესიკ ალადაშვილი – ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; ალიკა გუჩუა – კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე.

სამაგისტრო ნაშრომები პროგრამის მოდულების მიხედვით, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური